logo_geo
დონალდ ტრამპი: 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ვფიქრობ - ვფიქრობ, ბევრი ადამიანი ძალიან ბედნიერი იქნება ჩემი გადაწყვეტილებით
- +

8 ნოემბერი. 2021. 18:00

 

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას, სავარაუდოდ, 2022 წლის კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ გააკეთებს.

 

„რა თქმა უნდა, ამაზე ვფიქრობ და ვნახოთ. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი ძალიან ბედნიერი იქნება ამ გადაწყვეტილებით და ალბათ, შუალედური არჩევნების შემდეგ გამოვაცხადებ ამ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში.

 

14 სექტემბერს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მას სხვა არჩევანს არ უტოვებს, გარდა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა.

 

2020 წლის 15 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა. 2020 წლის 3 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ხოლო დონალდ ტრამპმა - 232 ხმა.

 

რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებდა არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

big_banner
არქივი