logo_geo
ჩილელი დეპუტატი სიტყვით 15 საათი გამოდიოდა, რათა მისი კოლეგა კარანტინიდან გამოსულიყო და პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის დაეჭირა მხარი
- +

13 ნოემბერი. 2021. 12:09

 

 

 

ჩილეში, პარლამენტის ქვედა პალატის წევრი ხაიმე ნარანხო სიტყვით 15 საათის განმავლობაში გამოდიოდა, რათა მისი კოლეგა ჯორჯო ჯექსონი კარანტინიდან გამოსულიყო და პრეზიდენტის, სებასტიან პინიერას იმპიჩმენტისთვის დაეჭირა მხარი. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

 

ხაიმე ნარანხოს სიტყვა 1300-გვერდიანი იყო. მან სიტყვით გამოსვლა 8 ნოემბერს 10:24 საათზე დაიწყო და 9 ნოემბერს 01:24 საათზე დაასრულა. მისი გამოსვლის დროს დეპუტატები ორჯერ გავიდნენ ხანმოკლე შესვენებაზე, როდესაც 70 წლის ნარანხოს ექიმები ამოწმებდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ ჯორჯო ჯექსონის ხმა გადამწყვეტი იყო. საბოლოო ჯამში პარლამენტის ქვედა პალატამ იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი - 78 დეპუტატი მომხრე, 67 - წინააღმდეგი. ახლა ჯერი ზედა პალატაზე - სენატზეა.

 

ოპოზიცია პინიერას კორუფციაში ადანაშაულებს. იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო Pandora Papers-ის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, რა დროსაც მედიაში ათობით პოლიტიკოსის ოფშორულ სქემებზე ინფორმაცია გავრცელდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი