logo_geo
ნიუ-იორკში ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ასაწყობად ემზადებიან
- +

14 ნოემბერი. 2021. 12:56

 

 

ნიუ-იორკში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ასაწყობად მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი „ტვიტერზე“ ავრცელებს.

 

„როკფელერის ცენტრის ნაძვის ხე დღეს დილით ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის მცირე დახმარებით მიიტანეს ადგილზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

12 ტონის სიმძიმის 24 მეტრიანი ნაძვის ხე მერილენდიდან ჩაიტანეს ნიუ-იორკში, მანჰენტენის ცენტრში მდებარე რეკფელერ პლაზაზე.

 

შობისა და ახალი წლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს ტრანსპორტირებას სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ორი დღე დასჭირდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი