logo_geo
ჰაერის უკიდურესი დაბინძურების გამო, ინდოეთის დედაქალაქში სკოლები ერთი კვირით დაიხურა
- +

14 ნოემბერი. 2021. 13:42

 

 

„ინდოეთის დედაქალაქში, დელიში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქების სიაშია, ვითარების კიდევ უფრო დამძიმების გამო, სკოლები ერთი კვირით დაიხურა“, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

ხვალიდან, 7 დღის განმავლობაში, მოსწავლეები დისტანციური რეჟიმით ისწავლიან. გარდა სკოლებისა, დისტანციურად იმუშავებენ სამთავრობო დაწესებულებებიც. მთავრობა კერძო ბიზნესების ხელმძღვანელ პირებსაც იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდებს.

 

14-დან 17 ნოემბრამდე, ქალაქში აკრძალულია სამსენებლო სამუშაოები.

 

რამდენიმე დღის წინ, ინდოეთის დედაქალაქში სინათლის ფესტივალის (დივალი) ფოიერვერკებით აღნიშნეს, რასაც ჰაერის ხარისხი საგანგაშოდ გაუარესება მოჰყვა. სატრანსპორტო, სამრეწველო გამონაბოლქვი და მტვერი დელის მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ დედაქალაქად აქცევს. ამ ყველაფერზე ფოიერვერკების დამატების შემდეგ, 1 კუბურ მეტრზე მყარი ნაწილაკების, PM2.5-ის კონცენტრაციამ 999 შეადგინა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი