logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სრულად ვაქცინირებული ყველა მოქალაქე სახელმწიფოსგან ათას გრივნას (38 დოლარს) მიიღებს
- +

16 ნოემბერი. 2021. 03:00

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სრულად ვაქცინირებული ყველა მოქალაქე სახელმწიფოსგან ათას გრივნას (38 დოლარს) მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

 

„ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც უახლოეს დროში ამოქმედდება, იმ სფეროების მხარდაჭერას ეხება, რომლებიც კარანტინის გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ. საუბარია ეკონომიკის კრეატიულ, სპორტულ და სატრანსპორტო სექტორზე. ყველა, ვინც სრულად ვაქცინირებულია, ათასი გრივნის მიღებას შეძლებს აპლიკაცია „დიას“ მეშვეობით. ამ ფულით შეძლებთ სპორტულ დარბაზში აბონემენტის შეძენას, კინოთეატრში, თეატრში, მუზეუმში წასვლას ან უკრაინაში მოგზაურობისთვის ბილეთის შეძენას“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული პროგრამა 19 დეკემბრიდან ამოქმედდება და მისთვის ბიუჯეტიდან წლის ბოლომდე 3 მილიარდი გრივნის გამოყოფა იგეგმება, ამდენივეს 2022 წლის დასაწყისში გამოყოფენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი