logo_geo
ანგელა მერკელი: გერმანიაში კორონავირუსის მდგომარეობა დრამატულია
- +

17 ნოემბერი. 2021. 16:06

 

 

„გერმანიაში კორონავირუსის მდგომარეობა დრამატულია“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.

 

გერმანიის კანცლერის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამაძლიერებელი დოზები უფრო სწრაფად უნდა გავრცელდეს, ხოლო ვაქცინაციისადმი სკეპტიკურად განწყობილ პირებს მოუწოდა, აზრი შეიცვალონ.

 

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, გერმანიაში კორონავირუსის 52 826 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

 

„ჯერ არ არის გვიან ვაქცინის პირველი დოზის მიღების არჩევა. ყველა, ვინც იცრება, საკუთარ თავსა და სხვებს იცავს. თუ საკმარისი რაოდენობის ხალხი იქნება აცრილი, ეს პანდემიიდან გამოსვლის გზაა“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა.

 

 

big_banner
არქივი