logo_geo
პარიზის ცენტრში ხანძარია
- +

20 ნოემბერი. 2021. 16:41

 

 

„საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზის ცენტრში, ოპერის მოედანთან მდებარე შენობას ცეცხლი უკიდია“, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

არის ძლიერი დაკვამლიანება. BFMTV-ს ინფორმაციით, ადგილზე 120-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

 

პოლიცია ადამიანებს მოუწოდებს, ტერიტორიას მოერიდონ. ხანძრის მიზეზი ჯერ უცნობია.

 

Daily Mail-ი წერს, რომ ცეცხლი კაპუცინების ბულვართან მდებარე 7-სართულიანი შენობის მე-3 სართულზე გაჩნდა და მალევე გავრცელდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი