logo_geo
ჯეფ ბეზოსმა უსახლკაროების დასახმარებლად $100 მილიონამდე თანხა გაიღო
- +

21 ნოემბერი. 2021. 01:31

 

 

Amazon-ისა და კომპანია Blue Origin-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი ორგანიზაციებს, რომლებიც უსახლკარო ოჯახებს ეხმარებიან, 96.2 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკელი მილიარდერის საქველმოქმედო ფონდმა, Bezos Day One Fund-მა გაავრცელა.

 

როგორც ცნობილია, ზემოხსენებულ თანხას 750 ათასიდან 5 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის გრანტის სახით აშშ-ის 21 შტატში მოქმედი 32 ორგანიზაცია მიიღებს. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო ფონდი ჯეფ ბეზოსმა 2018 წელს, მაკენზი სკოტთან ერთად დააარსა, რომელიც ამ დროს ჯერ კიდევ მისი ცოლი იყო. Bezos Day One Fund-ი უსახლკარო ოჯახებისთვის ყოველწლიურად 100 მილიონ აშშ დოლარამდე თანხას გამოყოფს. საერთო ჯამში ფონდმა ქველმოქმედებისთვის უკვე 398 მილიონი აშშ დოლარი გაიღო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი