logo_geo
ისრაელში, 5-11 წლის ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაიწყო
- +

23 ნოემბერი. 2021. 00:30

 

 

ისრაელში, 5-11 წლის ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

ისრაელში, ეპიდემიის მეოთხე ტალღა, რომელიც ივნისში დაიწყო, სექტემბერში კლებისკენ წავიდა. თუმცა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელმა ზრდა დაიწყო და ახლა ზღვარი გადალახა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ვირუსი კვლავ ექსპონენტურად შეიძლება გავრცელდეს.

 

ისრაელში, 5-დან 11 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 1.2 მილიონი ბავშვია. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ნოემბრისთვის აღნიშნულ ჯგუფზე ახალი შემთხვევების მესამედზე მეტი მოდიოდა. მეცნიერები და ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა კოლექტიურ იმუნიტეტს ვერ მიაღწევს, თუ ბავშვები არ აიცრებიან.

 

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, კორონავირუსით ინფიცირებული 3 500 ბავშვიდან ერთ ბავშვს მოგვიანებით მულტისისტემური ანთებითი სინდრომი უვითარდება.

 

11 ნოემბერს, ისრაელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენება დაამტკიცა.

 

კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 5-11 წლის ბავშვებში კორონავირუსის წინააღმდეგ 90.7%-ით ეფექტურია. აღნიშნულ მონაცემებს კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს.

 

20 სექტემბერს, კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ კომპანიის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (Pfizer/BioNTech) 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოა და ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი