logo_geo
ათენში საშობაო ნაძვის ხე გაანათეს
- +

24 ნოემბერი. 2021. 10:34

 

 

ათენში საშობაო ნაძვის ხე გაანათეს. საზეიმო ცერემონია დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.

 

19-მეტრიანი ნაძვის ხე დიზაინერებმა 60 ათასამდე ნათურით მორთეს. ღონისძიებას საბერძნეთის დედაქალაქის მერი კოსტას ბაკოიანისიც ესწრებოდა. მისი თქმით, ცერემონიის გამართვის გადაწყვეტილება მერიამ დეკემბრის ნაცვლად ნოემბერში მიიღო, რაც მიზნად კოვიდპანდემიით შეწუხებული მოსახლეობის განწყობის ამაღლებას ისახავს.

 

 

big_banner
არქივი