logo_geo
Collins-ის ლექსიკონმა 2021 წლის სიტყვა დაასახელა
- +

25 ნოემბერი. 2021. 10:53

 

 

 

ინგლისური ენის ლექსიკონის Collins English Dictionary შემდგენლებმა 2021 წლის სიტყვად NFT (non-fungible token - „არაუერთიერთშემცვლელი ტოკენი“) დაასახელეს. ინფორმაცია ამის შესახებ ლექსიკონის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

NFT კრიპტოგრაფული ტოკენების სახეობაა, რომელთა თითოეული ეგზემპლარი უნიკალურია და ვერ გადაიცვლება არ ჩანაცვლდება სხვა ანალოგიური ტოკენით, თუმცა ზოგადად, ტოკენები ურთიერჩანაცვლებადია.

 

ლექსიკონს ავტორები აცხადებენ, რომ გაციფრულება 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი გახდა. NFT-ს გარდა ფინალურ ათულში ამ სფეროსთან დაკავშირებული კიდევ ორი სიტყვა - crypto („კრიპტო“) და metaverse („მეტასამყარო) შევიდა.

 

ათეულში ასევე პანდემიასთან დაკაშირებული ტერმინებიც შევიდა: double-vaxxed („ორჯერადად ვაქცინირებული“), hybrid-working („ჰიბრიდული მუშაობა“ - როდესაც თანამშრომლები სამუშაო დროის მხოლოდ ნაწილს ატარებენ ოფისში).

 

2020 წელს Collins English Dictionary-ის წლის სიტყვა „ლოკდაურნი“ გახდა.

 

 

 

big_banner
არქივი