logo_geo
ევროკავშირის საზღვრების კვეთის წესები უახლოეს დღეებში შეიცვლება
- +

25 ნოემბერი. 2021. 12:49

 

 

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, ევროკავშირის საზღვრების კვეთის წესები უახლოეს დღეებში შეიცვლება. ამის შესახებ ესპანურ გამოცემა „La Razon“-თან ინტერვიუში ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა სტელა კირიაკიდესმა განაცხადა.

 

„ძალიან მძიმე ზამთარი გველის. დეკემბერსა და იანვარში საავადმყოფოებზე დატვირთვა გაიზრდება. ქვეყნებს, სადაც მოსახლეობის 80%-ზე ნაკლებია ვაქცინირებული, ინფექციის შესაკავებლად სერიოზული ზომების მიღება მოუწევთ. რამდენიმე დღეში ევროკავშირის საზღვრების კვეთის წესები შეიცვლება“, - განაცხადა კირიაკიდესმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ცვლილებებზეა საუბარი.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი