logo_geo
კიანუ რივზი აცხადებს, რომ ვაინონა რაიდერზე დაქორწინებულია
- +

25 ნოემბერი. 2021. 17:56

 

 

მსახიობი კიანუ რივზი მიიჩნევს, რომ ფილმ „დრაკულას“ გადაღებების დროს ვაინონა რაიდერზე დაქორწინდა. ამის შესახებ რივზმა „Esquire“-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

მანამდე რაიდერმა ერთ-ერთ ინტერვიუში გაამხილა, რომ 1992 წელს, ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმის ერთ-ერთი სცენის გადაღებისას მისი და რივზის გმირები ნამდვილმა მღვდელმა დააქორწინა. რაიდერი ამბობს, რომ ორივე მსახიობმა თქვა „კი“, ამიტომ, ტექნიკურად ისინი ცოლ-ქმრად ითვლებიან.

 

„ქორწინების ცერემონია გვქონდა, ნამდვილ მღვდელთან ერთად. ვაინონა ამბობს, რომ დაქორწინებულები ვართ. კოპოლაც ასე ფიქრობს. ასე რომ, ვფიქრობ, ღვთის წინაშე ცოლ-ქმარი ვართ“, - ხუმრობს რივზი.

 

კიანუ რივზი დაქორწინებული არასოდეს ყოფილა, 2019 წლიდან ის მხატვარ ალექსანდრა გრანტს, ვაინონა რაიდერი კი 10 წელია მოდელიერ სკოტ მაკინლეი ხანს ხვდება.

 

 

 

big_banner
არქივი