logo_geo
ანგელა მერკელი: კორონავირუსთან ბრძოლაში ყოველი დღე მნიშვნელოვანია
- +

25 ნოემბერი. 2021. 21:12

 

 

 

კორონავირუსთან ბრძოლაში ყოველი დღე მნიშვნელოვანია, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.

 

ანგელა მერკელის თქმით, გერმანია კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ექსპონენციალური ზრდის ფაზაშია და ყოველი დღე მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე სოციალური დისტანციის ზომების მიღებას ეხება.

 

„სიტუაცია სერიოზულია, რადგან ჩვენ ექსპონენციალურ ზრდას ვხედავთ. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ავადდებიან, 10-14 დღეში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აღმოჩნდებიან. ყოველი დღე მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა.

 

 

 

big_banner
არქივი