logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის ისე ეშინიათ, რომ დმიტრი გორდონი პირდაპირ შარვლიდან ხტება და ამბობს, რომ კენჭი არ უნდა ვიყარო
- +

26 ნოემბერი. 2021. 23:50

 

 

„ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის ისე ეშინიათ, რომ დმიტრი გორდონი პირდაპირ შარვლიდან ხტება და ამბობს, რომ კენჭი არ უნდა ვიყარო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

„ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის ისე ეშინიათ, რომ დმიტრი გორდონი პირდაპირ შარვლიდან ხტება და ამბობს: „არ უნდა წავიდეს მეორე ვადაზე! არ უნდა წავიდეს! არ უნდა წავიდეს!“ ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი? არ ვხედავ, ჩემი შვილები როგორ იზრდებიან. სირცხვილია ეს!“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

23 ნოემბერს, დმიტრი გორდონმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია პრეზიდენტ ზელენსკით. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის 2.5 წლის განმავლობაში, უკრაინაში არცერთი მნიშვნელოვანი რეფორმა არ გატარებულა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაც კი არ დაწყებულა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი