logo_geo
ლუქსორში რეკონსტრუქციის შემდეგ სფინქსების ხეივანი გაიხსნა
- +

27 ნოემბერი. 2021. 02:15

 

 

ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში არქეოლოგიური გათხრებისა და რეკონსტრუქციის შემდეგ სფინქსების ხეივანი გაიხსნა. NBC News-ის ცნობით, 3000-წლიანი ისტორიის მქონე ხეივანს ადრე „ღმერთის გზა“ ეწოდებოდა და მასზე ფარაონების პროცესიები იმართებოდა.

 

ხეივნის სიგრძე დაახლოებით 3 კილომეტრია, სიგანე კი 80 მეტრი. ხეივანში ნაწილობრივ ან სრულად შემორჩენილი 1 057 ქანდაკება დგას.

 

სფინქსების ხეივანი 1949 წელს აღმოაჩინეს, როდესაც არქეოლოგებმა ქვიშაში მითური არსებების 8 ქანდაკება იპოვეს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი