logo_geo
ჩილემ 3 წლიდან ასაკის ბავშვებში „სინოვაკის“ გამოყენების ნებართვა გასცა
- +

27 ნოემბერი. 2021. 11:05

 

ჩილეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა 3 წლიდან ასაკის ბავშვებში „სინოვაკის“ ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

 

უწყებაში განმარტავენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ვაქცინაციის პროგრამა კიდევ 600 000 ადამიანზე გავრცელდება. მანამდე ჩილეში ბავშვებს მხოლოდ 6 წლიდან ცრიდნენ.

 

ჩილეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, გადაწყვეტილება „სინოვაკის“ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე მიიღეს. მათივე მტკიცებით, კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ვაქცინაციის დროს ბავშვების ორგანიზმში ზრდასრულებთან შედარებით უფრო მეტი ანტისხეული გამომუშავდება და გართულებების რისკიც მცირდება.

 

ამჟამად ჩილეში, რომლის მოსახლეობაც 18,9 მილიონ ადამიანს შეადგენს, კორონავირუსის ვაქცინით 13,8 მილიონი ადამიანია აცრილი.

 

 

big_banner
არქივი