logo_geo
ბელგიის მთავრობა ღამის კლუბებს ხურავს
- +

27 ნოემბერი. 2021. 12:11

 

 

 

ბელგიაში ღამის კლუბები იხურება და  მოქალაქეებს დისტანციურად  მუშაობისკენ მოუწოდებენ, „კოვიდ-19“-ის გავრცელების შემცირების მიზნით. პარასკევს, მთავრობის მიერ ამოქმედებული ახალი შეზღუდვების მიხედვით, ქვეყანაში მოქმედი ყველა რესტორანი და ბარი საღამოს 11 საათზე დაიხურება.

 

ახალი რეგულაციების მიხედვით, იკრძალება საქორწილო ცერემონიები და დაკრძალვის შემდგომი შეკრებები.

 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კრომ საკუთარ განცხადებაში არსებული ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ „მდგომარეობა გაცილებით სავალალოა, ვიდრე ამას მოელოდნენ“.

 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში უკვე მოქმედებს ნაწილობრივი „ლოკდაუნი“, თუმცა, მთავრობის განცხადებით, შეზღუდვებმა მოსალოდნელი შედეგი ვერ მოიტანეს. ამიტომ რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება. 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი