logo_geo
ბრაიან ადამსს კორონავირუსი ერთ თვეში მეორედ დაუდგინდა
- +

27 ნოემბერი. 2021. 14:53

 

 

კანადელ მუსიკოსსა და შემსრულებელს, ბრაიან ადამსს, ერთი თვის განმავლობაში, კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა, - ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

როგორც ხელოვანი Instagram-ის საკუთარ გვერდზე წერს, ვირუსი იტალიაში, მილანის აეროპორტში აღმოაჩნდა.

 

„ახლა ჩამოვედი მილანში და ერთ თვეში, მეორედ აღმოვჩნდი კოვიდდადებითი“, - დაწერა მან.

 

ადამსს კორონავირუსი პირველად 30 ოქტომბერს დაუდგინდა. მაშინ მისმა წარმომადგენელმა მედიას უთხრა, რომ „ადამსი სრულად ვაქცინირებულია და სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნება“.

 

კონკრეტულად ადამსის შემთხვევასა და ერთ თვეში ადამიანის ორჯერ კოვიდინფიცირების შესახებ ჟურნალისტებმა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორს, ენტონი ფაუჩის დაუსვეს კითხვა. ამის პასუხად, ფაუჩიმ თქვა, რომ, შესაძლოა, ადამსის შემთხვევაში, ვირუსი არც არსად წასულა და ის კვლავ ინფიცირებული იყო, თუმცა, სიმპტომები არ უვლინდებოდა.

 

big_banner
არქივი