logo_geo
კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი გერმანიაშიც დაფიქსირდა
- +

27 ნოემბერი. 2021. 15:53

 

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი გერმანიაშიც დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჰესენის მხარის სოციალურ საკითხთა მინისტრი კაი კლოზე ავრცელებს.

 

„ომიკრონის“ შტამით ინფიცირებული გერმანიის მოქალაქე სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნდა. ამჟამად ის იზოლირებულია. ანალიზების საბოლოო შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - წერს კაი კლოზე Twitter-ზე.

 

სამხრეთ აფრიკაში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

big_banner
არქივი