logo_geo
მექსიკაში ავარიას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა
- +

27 ნოემბერი. 2021. 19:27

 

ცენტრალურ მექსიკაში, სან ხოსე ელ გუარდაში ავტობუსი სახლს შეეჯახა. შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 20-მდე მგზავრი, - ამის შესახებ CNN წერს.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსს, რომლითაც მგზავრები სალოცავისკენ მიემართებოდნენ, მუხრუჭების პრობლემა აღმოაჩნდა, თუმცა, ოფიციალურად, ეს ჯერ დაზუსტებული არაა.

 

დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ზოგიერთი - საჰაერო გზით. ადგილზე სასწრაფო დახმარების 10 მანქანა იყო მობილიზებული.

 

 

big_banner
არქივი