logo_geo
მადრიდში პოლიციელებმა აქცია გამართეს და უსაფრთხოების შესახებ რეფორმის გაუქმება მოითხოვეს
- +

27 ნოემბერი. 2021. 23:15

 

 

 

 

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების – პოლიციისა და სამოქალაქო გვარდიის (ჟანდერმერია) ათასობით თანამშრომლის მანიფესტაცია გაიმართა.

 

„დოიჩე ველეს“ ცნობით, დემონსტრანტებმა მოითხოვეს ადგილობრივი მთავრობის მიერ მიღებული უსაფრთხოების შესახებ რეფორმის გაუქმება, რომელსაც ხელისუფლება „ესპანეთის საზოგადოების შემდგომი დემოკრატიზაციის მიზნით“ ახორციელებს.

 

აქციის მონაწილეების თქმით, ეს რეფორმა ზღუდავს სამართალდამცავთა უფლებებს და შესაბამისად, მოქალაქეთა წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობას.

 

რეფორმის მიხედვით, სამართალდამცავ ძალებს მოკლებული აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ რეზინის ტყვიები მასობრივი არეულობის ყველაზე აგრესიული მონაწილეების წინააღმდეგაც კი. სხვა სპეციალური საშუალებების, მათ შორის ხელკეტების გამოყენება კი, შეზღუდულია და ამავდროულად, კომისარიატში გადაყვანილ დამნაშავეებს ორ საათზე მეტხანს ვერ დააკავებენ. პოლიციელთა და დამნაშავეთა ჩვენებები მსგავსი საგამოძიებო სანდოობით ისარგებლებს, როდესაც მანამდე პრიორიტეტი პოლიციას ენიჭებოდა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ჯარიმას, პირი ადმინისტრაციულად დაჯარიმდება მისი შემოსავლების გათვალისწინებით. რაც შეეხება ჩასატარებელ აქციებს და მანიფესტაციებს, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, აღნიშნულის ორგანიზება უკვე კონკრეტული ქალაქის ადმინისტრაციისთვის შეტყობინების მიწოდების გარეშეც.

 

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეფორმამ უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები, კერძოდ, „დაიცვას მოსახლეობა პოლიციის სისასტიკისგან“. ადგილობრივი პოლიციის პროფკავშირის შეფასებით, ეს რეფორმა არის „პოპულისტური ღონისძიება“, რომლიდანაც მხოლოდ დამნაშავეები ისარგებლებენ. პროფკავშირის თქმით, ესპანეთის პოლიცია თითქმის არასდროს არღვევს საზოგადოებასთან ურთიერთობის წესებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი