logo_geo
დიდი ბრიტანეთი ბუსტერ-დოზების ვადებს ამცირებს
- +

1 დეკემბერი. 2021. 14:51

 

დიდ ბრიტანეთში ყველა ზრდასრულს კოვიდ-19-ის ბუსტერ-დოზით აცრა მეორე დოზის გაკეთებიდან, 6 თვის ნაცვლად, 3 თვის შემდეგ შეეძლებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ ახალი შტამის „ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებით მიიღო. ცვლილებებამდე, ბუსტერ დოზის გაკეთება 40 წელს გადაცილებულ ნებისმიერ მოქალაქეს  და 16 წლის ზემოთ  ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს შეეძლოთ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

ცვლილებები ძალაში 29 ნოემბერს შევიდა და დიდი ბრიტანეთი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც ვაქცინის დოზებს შორის ინტერვალი 3 თვემდე შემცირდა. ამასთან, კანონი გამკაცრდა ნიღბის ტარებასთან მიმართებაშიც, მოქალაქეები ვალდებულნი არიან, ნიღაბი ატარონ დახურულ სივრცეში, მათ შორის - მაღაზიებსა და ტრანსპორტში.

 

„ყოველდღიურ რეჟიმში უფრო და უფრო მეტს ვსწავლობთ ახალი შტამის შესახებ, თუმცა, უკანასკნელი ცნობით იგი ძალიან სწრაფად ვრცელდება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა.

 

ამ დროისთვის ,დიდ ბრიტანეთში 17 მილიონი ბუსტერ დოზა არის გაკეთებული,რაც მთლიანი მოსახლებიოს 31 % მოიცავს.

 

 

 

big_banner
არქივი