logo_geo
ჯანმო: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი, ბოლო ერთ კვირაში 10%-ით შემცირდა
- +

1 დეკემბერი. 2021. 15:36

 

 

 

მსოფლიოში, 22-28 ნოემბრის კვირას კორონავირუსით 3 799 878 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 15-21 ნოემბერთან მიმართებით უცვლელ სურათს წარმოადგენს, მაშინ როდესაც ლეტალობის მაჩვენებელი 10%-ით შემცირდა და 22-28 ნოემბერს – 47 524 შეადგინა.

 

აღინიშნება, რომ ინფიცირების 70% და გარდაცვალების 61% ევროპის რეგიონზე მოდის.

 

ამასთან, ევროპაში 22-28 ნოემბერს ინფიცირების მაჩვენებელი 15-21 ნოემბერთან შედარებით 7%-ით არის გაზრდილი, მაშინ როდესაც ლეტალობის მაჩვენებელი 2%-ით შემცირდა.

 

ასევე, ინფიცირების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება აფრიკაში – 93% და დასავლეთ-წყნარიოკეანის რეგიონში 24$-ით. ამასთან, ინფიცირების მნიშვნელოვანი კლებაა ამერიკაში 24%-ით და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 11%-ით.

 

გარდაცვალება გაზრდილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 26%-ით და აფრიკაში 7%-ით; ხოლო შემცირებულია ამერიკაში 36%-ით და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში 8%-ით.

 

 

big_banner
არქივი