ჰოლანდიაში, მომდევნო სამი კვირის განმავლობაში სტუმარ-მანსპინძლობის სექტორი და კულტურული დაწესებულებები-კაფეები, რესტორნები, მუზეუმები და კინოთეატრები ადგილობრივი დროით 17.00 საათზე დაიხურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონი“ გავრცელებას მოჰყვა. ამ დროისთვის, ჰოლანდიაში კარანტინში 61 ადამიანი იმყოფება, რომელთაც ახალი შტამი სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსვლის შემდეგ დაუდასტურდათ.