logo_geo
Meta-მ (Facebook) ბელარუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი 40-ზე მეტი ანგარიში გააუქმა
- +

2 დეკემბერი. 2021. 11:28

 

 

კომპანია Meta-მ (Facebook) ნოემბერში 40-ზე მეტი ბელარუსული, ხოლო 30-მდე პოლონური ყალბი ანგარიში გააუქმა. ამის მთავარი მიზეზი იყო, ამ გვერდების მიერ ორი სახელმწიფოს საზღვარზე მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელება.

 

Meta -ს ცნობით, ბელარუსული ანგარიშების ავტორები თავს ჟურნალისტებად და აქტივისტებად ასაღებდნენ.

 

სულ წაიშალა 41 ბელარუსული ანგარიში „Facebook“-დან და 5 „Instagram“-დან. კომპანია მათ შექმნას ბელარუსის სპეცსამსახურებს უკავშირებს.

 

„ფიქტიური პირები აქვეყნებდნენ პოლონეთის კრიტიკას ინგლისურ, პოლონურ და ქურთულ ენებზე, მათ შორის ავრცელებდნენ ფოტოებს და ვიდეოებს პოლონელი მესაზღვრეების შესახებ, რომლებიც, თითქოსდა არღვევდნენ მიგრანტების უფლებებს. სანდოობის დასამატებლად, ზოგიერთი ანგარიშის მფლობელი, სავარაუდოდ იყენებდა დეეპფაკე-ის ტექნოლოგიას პროფილის სურათის შესაქმნელად“, – ნათქვამია Meta-ს ყოველთვიურ ანგარიშში.

 

გარდა ამისა, Meta-მ წაშალა პოლონეთში შექმნილი 31 „Facebook“-ანგარიში და ოთხი „Instagram“-გვერდი.

 

 

big_banner
არქივი