logo_geo
ლუკაშენკო არ გამორიცხავს ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას
- +

2 დეკემბერი. 2021. 12:05

 

 

ბელორუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო ქვეყნის ახალი კონსტიტუციის დამტკიცების შემდეგ, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას არ გამორიცხავს.

 

ამის შესახებ მან „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა.

 

რესპუბლიკაში მზადდება ძირითად კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელთან დაკავშირებით რეფერენდუმი არაუგვიანეს 2022 წლის თებერვლისა ჩატარდება.

 

„არჩევნები მაქსიმუმ შეიძლება ჩატარდეს დროულად, მაგრამ, შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნებიც. იმის საფუძველზე, რომ პრეზიდენტი ასე გადაწყვეტს, ან არჩევნების სხვა ვადები დაფიქსირდება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში“, – თქვა ლუკაშენკომ. .

 

თუმცა, მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უკვე მომავალ ზაფხულში ჩატარდეს.

 

„არა, არა, ეს გამოჩნდება. საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი წელია, ოთხი“, – თქვა ლუკაშენკომ.

 

 

big_banner
არქივი