logo_geo
სახელმწიფო დეპარტამენტი: კვლავ მოვითხოვთ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმმა დაუყოვნებლივ და სრულად შეაჩეროს ევროკავშირთან საზღვარზე არალეგალური მიგრაციის ორგანიზება
- +

2 დეკემბერი. 2021. 21:15

 

 

„კვლავ მოვითხოვთ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმმა დაუყოვნებლივ და სრულად შეაჩეროს ევროკავშირთან საზღვარზე არალეგალური მიგრაციის ორგანიზება“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

 

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი დააწესა. ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებს ასევე შეუერთდნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა. კერძოდ, ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, რომ სანქციები ბელარუსის სუვერენულ ვალსა და 20 ფიზიკურ პირსა და 12 ორგანიზაციას დაუწესდება, მათ შორის ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილს, დიმიტრი ლუკაშენკოს.

 

„ჩვენ მოვუწოდებთ რეჟიმს, უპირობოდ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თითქმის 900 პოლიტპატიმარი და შეწყვიტოს რეპრესიების კამპანია. რეჟიმმა ეუთოს ხელშეწყობით სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ყოვლისმომცველი და ჭეშმარიტი პოლიტიკური დიალოგი დემოკრატიული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რისი შედეგიც საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი