logo_geo
უღურ შაჰინი: იზრდება იმის ალბათობა, რომ ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ყოველწლიურად დასჭირდებათ
- +

3 დეკემბერი. 2021. 17:11

 

გერმანული კომპანია „BIONTECH“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, უღურ შაჰინმა განაცხადა, რომ იზრდება იმის ალბათობა, რომ ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ყოველწლიურად დასჭირდებათ.

 

უღურ შაჰინის თქმით, „BIONTECH“-მა უნდა შეძლოს თავისი ვაქცინის „ომიკრონ“ ვარიანტზე შედარებით სწრაფად მორგება.

 

„ამ ვარიანტმა ვაქცინირებული ადამიანები შეიძლება დააინფიციროს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აცრილი ინფიცირებული ადამიანები კვლავ დაცულნი იქნებიან მძიმე დაავადებისგან“, - აღნიშნა „BIONTECH“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

უღურ შაჰინმა ასევე აღნიშნა, რომ ყოველწლიური ვაქცინაცია შეიძლება ნორმა გახდეს, როგორც ეს სეზონური გრიპის შემთხვევაში ხდება, და რომ ახალი ვაქცინა იქნება საჭირო COVID-19-ის წინააღმდეგ.

 

 

big_banner
არქივი