logo_geo
ევროპაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 75 მილიონს გადააჭარბა
- +

3 დეკემბერი. 2021. 22:37

 

 

ევროპაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 75 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ბოლო მონაცემებით, ევროპის 15-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის შემთხვევები დადასტურდა.

 

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) განცხადებით, ევროპაში რამდენიმე თვეში კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტმა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი შეიძლება გამოიწვიოს.

 

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

 

28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.

 

 

big_banner
არქივი