logo_geo
ლიეტუვაში კაცმა ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ცეცხლი წაუკიდა
- +

4 დეკემბერი. 2021. 15:17

 

 

„ლიეტუვის ქალაქ კაუნასში კაცმა საშობაო ნაძვის ხეს ცეცხლი წაუკიდა“, - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

„ქალაქის მთავარ მოედანზე შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ, ისინი საშობაო ნაძვის ხეს უმოკლეს ვადებში აღადგენენ“, - განაცხადა კაუნასის მერიის წარმომადგენელმა ტომას იარუსიავიჩუსმა.

 

ნაძვის ხეს ცეცხლი ღამით 39 წლის კაცმა წაუკიდა. მომხდარიდან ხუთ წუთში ადგილზე მეხანძრეები მივიდნენ და ცეცხლის ლიკვიდაცია შეძლეს. ბოროტმოქმედი, რომელიც საკუთარი ავტომობილით მიმალვას ცდილობდა, პოლიციამ დააკავა. დანაშაულის ჩადენის მოტივები ამ ეტაპზე ზუსტდება.

 

 

big_banner
არქივი