logo_geo
ანგელა მერკელი მოსახლეობას: ძალიან გთხოვთ, სერიოზულად მიუდექით ამ ვერაგ ვირუსს და აიცერით, იქნება ეს პირველი, მეორე თუ ე.წ. ბუსტერ დოზა
- +

4 დეკემბერი. 2021. 15:18

 

 

„გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგელა მერკელმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა“, - ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის მთავრობა ავრცელებს.

 

„დღეს ამ რანგში ბოლოჯერ მოგმართავთ, პირველი კი 15 წლის წინ იყო. კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკის პერიოდში ვითარება ძალიან სერიოზულია, გერმანიის ზოგიერთ ნაწილში მას შეიძლება დრამატულიც ვუწოდოთ. ეფექტური და სანდო ვაქცინის სახით ჩვენ გვაქვს პანდემიის დასრულების გასაღები. ძალიან გთხოვთ - სერიოზულად მიუდექით ამ ვერაგ ვირუსს. უკვე ნათელია, რომ „ომიკრონი“ წინა შტამებზე უფრო სწრაფად ვრცელდება. აიცერით, იქნება ეს პირველი, მეორე თუ ე.წ. ბუსტერ დოზა! სამწუხაროდ, წინ ისევ მძიმე პერიოდი გველის, რომელსაც მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახავთ“, - განაცხადა მერკელმა.

 

მერკელი კანცლერის მოვალეობას 8 დეკემბრამდე შეასრულებს, ამ დღეს გერმანიის პარლამენტი კანცლერის თანამდებობაზე ოლაფ შოლცის კანდიდატურას უყრის კენჭს.

 

 

big_banner
არქივი