logo_geo
რუსეთმა და სამხრეთ აზიის ქვეყნებმა პირველი ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნები გამართეს
- +

4 დეკემბერი. 2021. 16:28

 

 

„რუსეთმა და სამხრეთ აზიის ქვეყნებმა პირველი ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნები გამართეს“, - ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

წვრთნები ინდონეზიის კუნძულ სუმატრას სანაპიროსთან გაიმართა. მასში რუსეთის, ინდონეზიის, მალაიზიის, ტაილანდის, ვიეტნამის, სინგაპურის და ბრუნეის მხრიდან რვა სამხედრო ხომალდი და ოთხი საბრძოლო თვითმფრინავი მონაწილეობდნენ. სამდღიანი წვრთნები სამხრეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრებისა და რუსეთის ფლოტების თავსებადობის გაზრდას ისახავდა მიზნად.

 

ინდონეზიის საზღვაო ძალების განცხადებით, წვრთნებს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და გაიმართა ინდონეზიის, სამხრეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის და რუსეთის მეგობრული ურთიერთობების გასავითარებლად.

 

რუსეთის სამხედრო ხომალდის „ადმირალ პანტელეევის“ მეთაურმა ალექსეი ბოლოტნიკოვმა იმედი გამოთქვა, რომ სამხრეთ აზიის ქვეყნებთან მომდევნო საზღვაო წვრთნები ვლადივოსტოკში ჩატარდება.

 

 

big_banner
არქივი