logo_geo
კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო ბრაზილიის პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
- +

4 დეკემბერი. 2021. 18:46

 

 

„ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ქვეყნის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ, ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო, ახალი გამოძიება დანიშნა“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ სენატის კომიტეტის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომელიც ბრაზილიის პირველ პირს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით სერიოზულ დარღვევებში ადანაშაულებს.

 

კონკრეტულად საუბარია ვიდეოჩანაწერზე, რომელშიც ბოლსონარუმ კოვიდსაწინააღმეგო ვაქცინასა და შიდსს შორის კავშირზე ისაუბრა. Facebook-ის პირდაპირ ეთერში, ის დაეყრდნო ბრიტანეთის ხელისუფლების არარსებულ „ოფიციალურ ანგარიშებს“, რომლის თანახმადაც, ადამიანებში, რომლებიც სრულად აცრილები არიან, შიდსი „უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო”.

 

სამედიცინო დეზინფორმაციაში დადანაშაულების შემდეგ, Facebook-მა ეს ვიდეო წაშალა, Youtube-ზე პრეზიდენტის არხი კი 1 კვირით დაიბლოკა.

 

 

big_banner
არქივი