logo_geo
CNN-ის წამყვანი პოლიტიკოსი ძმის დახმარებისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს
- +

5 დეკემბერი. 2021. 10:12

 

 

 

CNN-მა ცნობილი წამყვანი, კრის ქუომო სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზი პოლიტიკოსი ძმის - ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორის, ენდრიუ ქუომოს დახმარებაა. CNN-ი განმარტავს, რომ წამყვანი, მაშინ, როცა მისი უფროსი ძმის მიერ ქალების შევიწროებაზე გავრცელდა ბრალდებები, ცდილობდა, ის დაეცვა, რისთვისაც საკუთარ სამსახურეობრივ პოზიციას იყენებდა. ქუომო CNN-ში 2013 წლიდან მუშაობდა და ახალი ამბების ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი წამყვანი იყო. ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებასაც ხელმძღვანელობდა. პროკურორის თქმით, ტელეწამყვანი გამუდმებით ცდილობდა გუბერნატორის ოფისის თანამშრომლებზე ზეწოლას, რათა ძმა დაეცვა. CNN-ის განმარტებით, მან ჟურნალისტური ეთიკა დაარღვია. ენდრიუ ქუომომ თანამდებობა მიმდინარე წლის აგვისტოში, მას შემდეგ დატოვა, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ 11 თანამშრომელი ქალი სექსუალურად შეავიწროვა

 

 

 

big_banner
არქივი