პაკისტანში 118 ადამიანი დააკავეს. გამოძიება მათ ტერორიზმს ედავება. საქმე ეხება სამკერვალო ფაბრიკის მენეჯერის, შრი-ლანკელი კაცის ლინჩის წესით გასამართლებას, - ამის შესახებ Anadolu წერს. შემთხვევა 3 დეკემბერს, პენჯაბის პროვინციაში, ქალაქ სიალკოტში მოხდა. 100-ზე მეტმა ადამიანმა სამკერვალოს მენეჯერს ჯერ სასიკვდილოდ სცემა, შემდეგ კი, მისი სხეული საჯაროდ დაწვა. დაკავებულები ფაბრიკის თანამშრომლები არიან. მათი განცხადებით, კაცმა წინასწარმეწყველ მუჰამედის პლაკატები ჩამოხია და მკრეხელობა არ აპატიეს.