logo_geo
ინდონეზიაში, ვულკანის ამოფრქვევას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
- +

5 დეკემბერი. 2021. 10:45

 

 

 

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე, ვულკან სემერუს ამოფრქვევას 13 ადამინი ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით ადამიანი, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. ვულკანის გააქტიურების შემდეგ, ჩაინგრა ხიდი, რომელიც ადგილობრივებს მეზობელ დასახლებასთან (Lumajang) აკავშირებდა. ამას მოსახლეობის პანიკა მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, 13 დაღუპულიდან მხოლოდ ორია იდენტიფიცირებული, 98 დაშავებულიდან ორი ორსული ქალია. სულ 902 ადამიანია ევაკუირებული. სემერუ ერთ-ერთია ინდონეზიის 130-მდე აქტიური ვულკანიდან. ის მიმდინარე წლის იანვარშიც ამოიფრქვა, თუმცა ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

 

 

big_banner
არქივი