logo_geo
აშშ-ის ერთ-ერთ აეროპორტში კაცი თვითმფრინავიდან გადახტა
- +

5 დეკემბერი. 2021. 13:00

 

აშშ-ში, ქალაქ ფინიქსში მდებარე აეროპორტში, სადაც კოლორადო-სფრინგსიდან სრულდებოდა ავიარეისი, კაცი თვითმფრინავიდან იქამდე გადახტა, ვიდრე ის გაჩერდებოდა, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

30 წლის კაცმა კარის გაღება შეძლო, ბილიკზე ჩახტა, სახანძრო სადგურისკენ გაიქცა და თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში გამოიკეტა თავი.

 

მაშველებმა ჩაკეტილი კარის გაღება შეძლეს. კაცს ქვედა კიდურები აქვს დაზიანებული. ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

უცნობია მისი ქმედების მოტივი და წაუყენებენ თუ არა ბრალს ამ შემთხვევის გამო.

 

 

big_banner
არქივი