logo_geo
მექსიკაში, სატვირთო ავტომობილში, 200-ზე მეტი მიგრანტი იპოვეს
- +

5 დეკემბერი. 2021. 14:28

 

მექსიკის მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, სატვირთო ავტომობილში, 210 მიგრანტი იპოვეს.

 

მედიის ცნობით, პუებლას შტატში განთავსებულ საკონტროლო-გამშვებთ პუნქტთან, გაჩერების ბრძანების მიუხედავად, მძღოლმა გზა მაინც განაგრძო. საბოლოოდ, მისი შეჩერება ქალაქ ტეკამაჩალკოსთან შეძლეს.

 

ავტომობილის მძღოლი დააკავეს. მიგრანტთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. არსებული ინფორმაციით, მათი ნაწილი მექსიკელი, ნაწილი კი - მეზობელი ქვეყნებიდანაა. სავარაუდოდ, ისინი აშშ-ში არალეგალურად შესვლას გეგმავდნენ.

 

 

 

big_banner
არქივი