logo_geo
ამერიკული „ნიჭიერის“ ვარსკვლავი ჯეი ჯეი ფილიპსი კორონავირუსით გარდაიცვალა
- +

5 დეკემბერი. 2021. 15:40

 

 

ჯეი ჯეი ფილიპსი, რომელიც საზოგადოებამ ამერიკულ „ნიჭიერში“ მონაწილეობის შემდეგ გაიცნო, კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამის შესახებ Independent-ი წერს.

 

ოჯახის წევრების თქმით, ის ნოემბრის ბოლოს, მადლიერების კვირის განმავლობაში დაინფიცირდა და მიუხედავად მათი მოწოდებისა, საავადმყოფოში ემკურნალა, სახლში ყოფნა არჩია. „უბრალოდ, გამოძინება მჭირდება“, - უთხრა მან ოჯახის წევრებს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.

 

30 წლის კაცი საკუთარ სახლში, მარტო იყო, როცა გარდაიცვალა. მისი ცხედარი დედამ და მეგობარმა გოგომ ნახეს.

 

ფილიპსი „ნიჭიერში“ ორჯერ - 2009 და 2017 წლებში მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ვერცერთხელ ვერ შეძლო გასვლა, მაყურებელს თავი გამორჩეული შესრულებით დაამახსოვრა.

 

 

 

big_banner
არქივი