logo_geo
დონალდ ტრამპის კომპანიამ სოციალური ქსელის შესაქმნელად მილიარდი დოლარი მიიღო
- +

5 დეკემბერი. 2021. 18:35

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომპანიამ Trump Media & Technology Group (TMTG), რომელიც სოციალურ ქსელს Truth Social ქმნის, ინვესტორებისგან მილიარდი დოლარი მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამასთან, კომპანიაში ინვესტორების სახელებს არ ასაჯაროებენ.

„ერთი მილიარდი დოლარი მნიშვნელოვანი სიგნალია დიდი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, იმის შესახებ, რომ ცენზურასა და პოლიტიკურ დისკრიმინაციას ბოლო უნდა მოეღოს. ამერიკა მზად არის Truth Social-ისთვის - პლატფორმისთვის, რომელიც არ განახორციელებს დისკრიმინაციას პოლიტიკური იდეოლოგიის საფუძველზე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

TMTG თანხას კომპანია Digital World Acquisition-თან შერწყმის შემდეგ მიიღებს, რომლის მეშვეობითაც ტრამპი თავისი მედიაკომპანიის ბირჟაზე გაყვანას აპირებს.

2021 წლის იანვარში Facebook-მაInstagram-მა და Twitter-მა ტრამპის ანგარიშები დაბლოკეს, მას შემდეგ რაც მისმა მხარდამჭერებმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარეს და კონგრესის შენობა შტურმით აიღეს. შტურმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. სოციალური ქსელების ხელმძღვანელებმა ჩათვალეს, რომ ტრამპი თავისი შეტყობინებებით მხარდამჭერებს აქეზებდა.

 

 

 

big_banner
არქივი