logo_geo
რომის პაპი ევროპაში მიგრანტების მიმართ დამოკიდებულებას გმობს
- +

5 დეკემბერი. 2021. 20:05

 

რომის პაპი ევროპაში მიგრანტების მიმართ დამოკიდებულებას გმობს. საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე გამოსვლისას, სადაც ის ათეულობით მიგრანტს შეხვდა, რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მათ პოლიტიკური პროპაგანდისთვის იყენებენ.

 

„ევროპაში არიან ისეთები, რომლებიც აგრძელებენ პრობლემის განხილვას, როგორც საკითხის, რომელიც მათ არ ეხება - ეს ტრაგიკულია“, - აღნიშნა მან და დასძინა: „ისტორია გვასწავლის, რომ ვიწრო პირადი ინტერესები და ნაციონალიზმი სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს“.

 

რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებით, ომი და ეკონომიკური მიზეზები არის ფაქტორები, რაც ადამიანებს აიძულებს უკეთესი ცხოვრება ეძებონ სხვაგან.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი