logo_geo
Reuters: გერმანიის ახალ მთავრობას სურს, ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს საავადმყოფოებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანებისთვის
- +

6 დეკემბერი. 2021. 12:45

 

 

„გერმანიის ახალ მთავრობას სურს, ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს საავადმყოფოებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანებისთვის“, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters შესაბამის კანონპროექტზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

კანონპროექტის თანახმად, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო Reuters გაეცნო, დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული ზომა 2022 წლის 16 მარტიდან ამოქმედდება.

 

აღსანიშნავია, რომ გერმანიის მომავალი კანცლერი, ოლაფ შოლცი 2022 წლიდან სავალდებულო ვაქცინაციის ამოქმედებას მხარს უჭერს.

 

„ჩვენ ნიადაგს მოვამზადებთ იმისთვის, რომ ბუნდესტაგის წევრებმა სინდისით მიიღონ გადაწყვეტილება ვაქცინის ზოგადი მანდატის შესახებ, რომელიც ძალაში შევა მომავალი წლიდან, თებერვალში ან მარტის დასაწყისში. მე მსგავს კანონს მხარს დავუჭერ“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

 

8 დეკემბერს, ბუნდესტაგი გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ოლაფ შოლცის კანდიდატურას კენჭს უყრის.

 

 

big_banner
არქივი