logo_geo
აშშ-ში დამსაქმებელმა 900-მდე თანამშრომელი ZOOM-ში შეკრიბა და აცნობა, რომ ყველა გაათავისუფლა
- +

7 დეკემბერი. 2021. 11:23

 

„თუ შენ ახლა ამ ზარში ხარ ჩართული, ეს ნიშნავს, რომ იმ უიღბლო ჯგუფის ნაწილი აღმოჩნდი, რომელიც სამსახურიდან დაითხოვეს“, - ასე მიმართა უძრავი ქონების კომპანია Better.com-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვიშალ გარგმა დაახლოებით 900 თანამშრომელს, რომელიც ZOOM-ში შეკრიბა.

 

ვიდეოზარი სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც ქსელების მომხმარებლების კრიტიკა მოჰყვა. ისინი წერენ, რომ „საშინელება“ და „სისასტიკეა“, როცა ამას შობის წინა პერიოდში აკეთებენ.

 

„ბოლოს, როდესაც ეს გავაკეთე, ვიტირე. ვისურვებდი, თქვენთვის სხვა ამბავი მქონოდა“, - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა ზარის დროს.

 

მედია წერს, რომ სწორედ ვიშალ გარგია ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ანონიმური ბლოგის ავტორი, რომელშიც ის კომპანიის თანამშრომლებს არაპროდუქტიულებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ისინი დღეში მხოლოდ 2 საათი მუშაობენ.

 

არსებული ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომელთა 15%-ია გათავისუფლებული.

 

 

 

big_banner
არქივი