logo_geo
ნიგერიაში, მოსწავლეებით სავსე ნავის გადაბრუნებისას დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა
- +

7 დეკემბერი. 2021. 14:02

 

ნიგერიაში, კანოს შტატში, ამობრუნდა ნავი, რომლითაც ისლამური სკოლის მოსწავლეები მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაჰყავდათ. განახლებული მონაცემებით, შემთხვევას 42 ადამიანი ემსხვერპლა. 9-ის გადარჩენა შეძლეს, - ამის შესახებ Anadolu წერს.

 

ტრაგედიის გამო, შტატში აიკრძალა კომერციული ნავების გამოყენება მდინარე ბაგვაი-ბადაუს გადასაკვეთად. შტატის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მგზავრებს სახმელეთო გზით, ავტობუსებით მოემსახურებიან.

 

ნიგერიაში, წელიწადის ამ დროს, უხვი ნალექია, რაც მდინარეების ადიდებას იწვევს. ეს კი, თავის მხრივ, ახშირებს ნავების ავარიებს, რაც, უმეტესად, მათი გაუმართაობითაა გამოწვეული.

 

 

 

big_banner
არქივი