logo_geo
მედიის ცნობით, ლიეტუვამ ბელარუსის საზღვართან საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო
- +

7 დეკემბერი. 2021. 17:33

 

ლიეტუვამ ბელარუსის საზღვართან საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

როგორც მედია წერს, ლიეტუვის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ბელარუსის საზღვართან განთავსებულ საიმიგრაციო ბანაკებში და საზღვართან ახლოს მდებარე რაიონებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, მომავალი წლის 15 იანვრამდე გახანგრძლივდა.

 

საგანგებო მდგომარეობა სასაზღვრო რაიონებში 9 ნოემბერს დაწესდა, როდესაც ბელარუსიდან ასობით მიგრანტმა სცადა ლიეტუვის საზღვრის გადაკვეთა.

 

ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბელარუსის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ რჩება ათი ათასამდე მიგრანტი და ვიდრე თავიანთ ქვეყნებში არ დაბრუნდებიან, მათი მხრიდან საზღვრის გადმოკვეთის მცდელობის რისკი მაღალი დარჩება.

 

პარლამენტის გადაწყვეტილებით, ლიეტუველ მესაზღვრეებს უფლება მიეცათ, ბალარუსის საზღვართან 10 კილომეტრის რადიუსში აკრძალონ ყველა სახის გადაადგილება. გარდა ამისა, ლიეტუვის ტერიტორიაზე მყოფ მიგრანტებს ჩამოერთმევათ მობილური ტელეფონები, ხოლო სასაზღვრო ზონაში და საიმიგრაციო ბანაკებში მასობრივი შეკრებები აიკრძალება.

 

 

big_banner
არქივი