logo_geo
ჯო ბაიდენი: მე მკაფიოდ განვუცხადე პუტინს, რომ უკრაინელებს თავდაცვით შესაძლებლობებს მივაწოდებთ
- +

8 დეკემბერი. 2021. 22:40

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მოელის, რომ 10 დეკემბრისთვის აშშ და ნატოს, სულ მცირე, ოთხი მოკავშირე და რუსეთი მაღალი დონის შეხვედრების გამოცხადებას შეძლებენ, რათა ნატოსთან დაკავშირებით რუსეთის შეშფოთება განიხილონ.

 

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 7 დეკემბერს ჯო ბაიდენთან გამართული სამიტის დროს მხარეები შეთანხმდნენ, სპეციალური სტრუქტურა შექმნან უსაფრთხოების საკითხების, მათ შორის უკრაინის ნატოში გაწევრიანების განსახილველად.

 

ვლადიმერ პუტინის თქმით, თითოეულ ქვეყანას უფლება აქვს, თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალება აირჩიოს, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს სხვა მხარეების ინტერესების დარღვევითა და უსაფრთხოების შელახვით.

 

„თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ჩვენ, ალბათ, ასევე მოგვიწევს ნატოს ქვეყნებში ჩვენი წარმომადგენლობის გაძლიერება, რათა დავამშვიდოთ განსაკუთრებით აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფი წევრები. გარდა ამისა, მე მკაფიოდ განვუცხადე პუტინს, რომ უკრაინელებს თავდაცვით შესაძლებლობებს მივაწოდებთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი