logo_geo
მგზავრმა ავიაკომპანიას მსუქანი თანამგზავრების გამო 100 ათასი დოლარი მოსთხოვა
- +

8 მაისი. 2017. 12:22



ავსტრალიელმა კაცმა American Airlines-ს იმის გამო უჩივლა, რომ მას მთელი 14 საათის განმავლობაში მგზავრობა ორ ძალიან მსუქან მგზავრს შორის მოუწია. მაიკლ ენტონი ტეილორი ამერიკული ავიაკომპანიისგან 100 ათას დოლარზე მეტს ითხოვს კომპენსაციის სახით, - წერს „The Daily Telegraph".


სიდნეიდან ლოს-ანჯელესამდე ფრენის დროს, 67 წლის ავსტრალიელი იძულებული გახდა უხერხულად მჯდარიყო და ზოგჯერ ფეხზეც ამდგარიყო, ვინაიდან მისი მეზობლები სავარძლებში ვერ ეტეოდნენ და ტეილორს ჭყლეტდნენ.


ბორტგამცილებელმა მგზავრს ადგილის შეცვლაზე უარი უთხრა. ტეილორს მგზავრობისას სქოლიოზი გაუმწვავდა. იმავდროულად, მან ზურგის და კისრის ტრავმა მიიღო.


იურისტი ტომას ჯენსონი განმარტავს, რომ თუ მგზავრი პროცესს მოიგებს, მის მსგავსად უამრავი მიმართავს სასამართლოს.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი