logo_geo
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 16-17 წლის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა
- +

9 დეკემბერი. 2021. 23:21

 

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 16-17 წლის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა.

 

როგორც მარეგულირებელში აცხადებენ, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში მესამე დოზის მიღება მეორე დოზიდან, სულ მცირე, 6 თვეში უნდა მოხდეს.

 

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ახალი მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ ყველა ზრდასრული ადამიანისა და 16-17 წლის ასაკის ჯგუფისთვის მცირდება.

 

„ვაქცინის ერთჯერადი გამაძლიერებელი დოზა მათთვის, ვინც, სულ მცირე, ექვსი თვით ადრე აიცრა, ხელს შეუწყობს კორონავირუსისგან მუდმივი დაცვის უზრუნველყოფას“, - აცხადებენ მარეგულირებელში.

 

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის კომისარმა, ჯანეტ ვუდკოკმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია, გამაძლიერებელი დოზა, პირბადის ტარება და დიდი თავშეყრის ადგილების თავიდან აცილება კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მეთოდად რჩება.

 

8 დეკემბერს, BioNTech-მა და Pfizer-მა განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგების თანახმად, მათი ვაქცინის 3-დოზიანი კურსი „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ გამანეიტრალებელ ეფექტს უზრუნველყოფს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი