logo_geo
15 წლის მოზარდი ნევადის უნივერსიტეტის ყველაზე ახალგაზრდა კურსდამთავრებული გახდა
- +

10 დეკემბერი. 2021. 18:30

 

15 წლის მოზარდი აშშ-ში, ლას-ვეგასში, ნევადის უნივერსიტეტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კურსდამთავრებული გახდა. ინფორმაციას UPI ავრცელებს.

 

კურსდამთავრებულის სახელია ჯეკ რიკო. მომავალ კვირას ის ბაკალავრის ხარისხს ისტორიაში მიიღებს.

 

ორი წლის წინ ამერიკელმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, როდესაც კალიფორნიის ფულერტონის კოლეჯი დაამთავრა. ახალგაზრდა სტუდენტის თქმით, მან სწავლისადმი მიდგომის შეცვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მესამე კლასში ცუდი შედეგები აჩვენა.

 

ამის შემდეგ ჯეკი წიგნებს ჩაუჯდა, აქტიურად დაიწყო სწავლა, ესწრებოდა დამატებით გაკვეთილებს, რათა თანატოლებისთვის გაესწრო და საბოლოოდ რამდენიმე საფეხურით სკოლის სასწავლო გეგმასაც კი გაასწრო. გარდა ამისა, მოზარდის მშობლებმა შვილი საშინაო სწავლებაზე გადაიყვანეს.

 

„11 წლის ასაკში ის უკვე ჩემზე ჭკვიანი იყო. მე მას გადავეცი ის ცოდნა, რაც მქონდა. ალბათ, მას იმაზე უკეთესი მასწავლებლები სჭირდებოდა, ვიდრე სკოლას ჰყავდა“, - განაცხადა ჯეკის დედამ.

 

როგორც რიკომ აღნიშნა თანაკურსელები მას პატივისცემით და თანასწორად ექცევიან, არ აღიქვამენ, როგორც ბავშვს.

 

ჯერჯერობით მოზარდს არ გადაუწყვეტია, რითი დაკავდება ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ.

 

„ზოგადად, მინდა, მაგისტრატურა დავამთავრო, მაგრამ ეს ისტორიასთან ნამდვილად არ იქნება დაკავშირებული. ვფიქრობ, სხვა კურსებს დავესწრები, ახალ ინტერესებს აღმოვაჩენ, ვნახავ, რა მინდა“, - განაცხადა ჯეკმა.

 

 

 

big_banner
არქივი